12 აპრილი 2015წ.





ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი



ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ქრისტე აღსდგა!

სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ, აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი, აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!

ქრისტე აღსდგა!

სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა, დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა!

ქრისტე აღსდგა!

გამოისყიდა უფალმა თავისი ქმნილება, რომელიც ყველა ქმნილებების გვირგვინად და თავის სახედ და ხატად შექმნა - ადამიანთა მოდგმა, რომელთაც უდიდესი ნიჭი - თავისუფლება მიანიჭა!


აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)


დღეს ვდღესასწაულობთ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ერთად კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს - ქრისტეს აღდგომას მკვდრეთით, ჯოჯოხეთის და კაცთა მოდგმის შემაცდენელი სატანის დამხობას და ჩვენი გადარჩენის კარის გაღებას.

დღეს გამოიხსნება სამყარო - ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით - ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან - თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განიდგება ძველი ადამი, იშვება ახალი. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

დღეს აღესრულა ყველა წინასწარმეტყველება დაწყებული ადამიდან, დამთავრებული იესო ქრისტეს ჯვარზე ასვლამდე.

დღეს შეიცვალა ძველი აღთქმა, ახალი აღთქმით და ხალხს გამოხსნის და გადარჩენის იმედი ჩაუნერგა და შთააგონა!


ასევე ჩვენც, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს იმედს ჩაგვისახავს გადარჩენისა და გამოხსნისა და ოდესღაც დაბრუნებისა ჩვენს სამშობლოში - საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წილხვედრ ქვეყანაში. წმინდა ნინოს, სიმონ კანანელისა, ანდრია პირველოწოდებულისა და წმინდა მატათას მიერ დალოცვილ მთაში და ბარში. იქ სადაც 100 ათასი ქართველი ერთ დღე-ღამეში ქედმოუხრელად და წარბშეუხრელად ეწამა ქრისტეს რჯულს და სარწმუნოებას. იქ სადაც ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვრაცმული უფლისათვის. იქ სადაც ქართული ენა არის არა მხოლოდ საშუალება მეტყველებისა არამედ ერის მსოფლმხედველობისა. იქ სადაც საუკუნეების მანძილზე ქართველები თავისი საკუთარი სისხლის და სიცოცხლის საფასურად თავის ქვეყანას, ხალხს და სარწმუნოებას იცავდა, რომელშიც ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისგებლობას ხედავდა. ეს ყოველივე არის საფუძველი ჩვენი ურთიერთ სიყვარულისა, თავდადებისა და ურთიერთ გატანისა, განმსაზღვრელი ქართული ყოფისა და კულტურისა.

ქართული კულტურა სრულიად ასახულია ქართული მსოფლიო ღირებულების ნაწარმოებებში და გადაეცემოდა ჩვენს წინაპრეპს ხელიდან ხელში. მასში განხორციელებლი ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი მცნებები, ერთ ერთი მათგანი, მოყვასის სიყვარულია: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად“ (რუსთაველი). ეს მცნება უფლის სიყვარულთან ერთად ერთ-ერთი პირველი მცნება იყო ქართველებისათვის, რამაც გადაარჩინა ჩვენი ერი ამდენი დამპყრობლებისა და უცხო ტომთა ზედამოსვლისაგან. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ ათასწლეულების მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ყოფა, ხასიათი და ურთიერთობები.

მაგრამ დღეს ქართული კულტურა და იდეები ითელება და იგმობა საყოველთაოდ, ტელევიზიით თუ პრესის საშუალებით. დიდი პროპაგანდა ეწევა ეგოიზმსა და აღვირაშვებულ ცხოვრებას. სახუმარო და სასაცილო სახე ეძლევა განკითხვას და დაცინვას საჯარო ტელევიზიით. ძალზედ სამწუხაროა ამ ეგოისტური აზროვნების წახალისება და ყველანაირი სახელმწიფო და სამართლის ნორმებით გატარება ჩვენს ცხოვრებაში. სულ ახლო წარსულში რაც სრულიად მიუღებელი იყო, დღევანდელ დღეს ახალი ცხოვრების წესი ეწოდება. ჩვენი მომავალი თაობა უყურებს რა ტელევიზიას და გასართობ წარმოდგენებს, აღიქვამს ახალი არასტანდარტული ცხოვრების წესებს სასაცილოდ და ყველასათვის მისაღებად, და თვითონაც შთაიგონებს, რომ მათაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ. დამაფიქრებელი და გასაანალიზებელია, თუ ამდენი უხამსი, ძალადობის დადებითად წარმომსახველი, ეშმაკეულების კეთილად წარმომდგენელი ფილმები, წარმოდგენები, სანახაობები და თუნდაც სათამაშოები, როგორ გამოზრდის და რა ზემოქმედებას იქონიებს ახალ თაობაზე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ათეიზმს, სრულ ტექნოლოგიურ ბატონობას, სულიერი ცხოვრების უარყოფას, ფულის ანუ კაპიტალის ტოტალურ გაღმერთებას აღიარებენ. ქრისტეს მცნებების წარსულის გადმონაშთად და ცოდვილ და ვულგარულ ცხოვრებას, ჯანსაღ არსებობის სტანდარტად მიიჩნევენ.

მიუხედავათ ეშმაკის ამდენი მცდელობისა აგვაცილოს ჭეშმარიტ გზას, დაგვიბნელოს გონება და სასუფევლის მაგივრად ჯოჯოხეთში მოგვახვედროს, უფლის განგებით და სიყვარულით კვლავ უბრუნდებით მშობლიურ ქრისტიანულ აზროვნებას და ტრადიციულ ღირებულებებს, როგორც უძღები შვილი დაუბრუნდა მამას და მამამაც დიდი სიხარულით მიიღო იგი თავის სახლში და საუკეთესო სამოსლით შემოსა.

უფალმა შეგვქმნა, რომ მშვიდობით და კეთილდღეობით ვცხოვრობდეთ. ჩვენ სამოთხე ჩაგვაბარეს, რათა ნეტარებაში გვეცხოვრა, ჩვენ მოგვეცა მცნება, რათა მისი დაცვით დაგვემსახურებინა დიდება, - მოგვეცა არა იმიტომ, რომ ღვთისთვის ცნობილი არ იყო ჩვენი მომავალი, არამედ იმიტომ, რომ მან თავისუფლების კანონი დაადგინა. ჩვენ ვცდუნდით, რადგან შური აღგვეძრა; დავეცით, რადგან სჯულს გადავუხვიეთ; ვმარხულობთ, რადგან არ დავიცავით მარხვა და ხე ცნობადით ვიძლიენით, ვინაიდან მცნება მარხვისა ჩვენთვის ძველიც იყო და თანამედროვეც, რომელიც თითქოსდა სულისათვის ძიძა იყო და აღვირი ტკბობისას.

ჩვენ ამ მცნების დაცვით უნდა დავიბრუნოთ ის, რაც მისი დარღვევით დავკარგეთ. ჩვენ ვსაჭიროებდით უფლის განკაცებას და მის მოკვდინებას, რათა გავცოცხლებულიყავით. მასთან ერთად მოვკვდით ჩვენც, რათა განვწმედილიყავით, მასთან ერთად აღვსდექით, ვინაიდან ჩვენც მოვკვდით მასთან ერთად. მასთან ერთად განვდიდდით, რადგან მასთან ერთად აღვსდექით. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)


ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო!

ქრისტე აღსდგა და განქარვდა სიკვდილი!

ქრისტე აღსდგა და განაახლა კაცთა ბუნება!


მაშ მუდამ ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ:


ქრისტე აღსდგა !

ჭეშმარიტად აღსდგა !


ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის

ეკლესიის მოძღვარი

მამა თომა ბეკურიშვილი

აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი, 2015 წ.




სიახლეები

  • 17th February 2018. His Grace Bishop Saba's visit to Vancouver 17 February 2018His Grace Bishop Saba's visit to Vancouver. Saturday morning, February 17th, His Grace Bishop Saba will be visiting Orthodox Monastery of All Saints in Dewdney. His Grace will be meeting with His Grace Archbishop Lazar and His Grace Bishop Varlaam. After the meeting Bishop Saba will meet local Georgian community and parishioners. After meeting there will be lunch and discussions about local challenges and perspectives. Address: 37323 Hawkins Pickle Rd, Dewdney, BC V0M 1H0
    Posted Jan 27, 2018, 12:35 PM by Mamao Thoma
  • Ascension of Our Lord Jesus Christ Ascension of Our Lord Jesus ChristOn this day, the Thursday of the sixth week of Pascha, we celebrate the Ascension of our Lord and God and Savior Jesus Christ.After His Resurrection, Jesus remained on earth for forty days, appearing to His Disciples in various places. He ate, drank and conversed with them, verifying and assuring His Resurrection. On the fortieth day after Pascha, Jesus appeared to His Disciples in Jerusalem. He gave them His last commandment, to go forth and preach in His Name to all the nations. At the same time, He told them not to depart from Jerusalem, but to wait until they were clothed with the power from on high by the descent of the ...
    Posted Jun 7, 2016, 5:15 PM by Mamao Thoma
  • My Dear Homeland My Dear Friends, we invite you on May 29th to celebrate the 25th Anniversary of the Georgian Independence Day. Please join us at a special event My Dear Homeland… Sunday, May 29th, 3:00 p.m. Restaurant Georgia 1118 Finch Ave, North York Tickets $80 (Children under 14 years $10)  Tickets are available for sale at the Georgian Church in advance or email us at georgianchurch@torontomrevli.ca  Same day Most Reverend Bishop Saba will visit Toronto and perform divine worship at the Iveron Icon of Mother of God Georgian Orthodox Church in Toronto, and join the celebration  over Georgian traditional dinner with showcasing Georgian dances and songs by professional singers and dance group and also there will be ...
    Posted May 13, 2016, 7:07 PM by Mamao Thoma
  • The Expulsion of Adam and Eve from Paradise The Expulsion of Adam and Eve from ParadiseThe Sunday of Forgiveness, the last of the preparatory Sundays before Great Lent, has two themes: it commemorates Adam’s expulsion from Paradise, and it accentuates our need for forgiveness. There are obvious reasons why these two things should be brought to our attention as we stand on the threshold of Great Lent. One of the primary images in the Triodion is that of the return to Paradise. Lent is a time when we weep with Adam and Eve before the closed gate of Eden, repenting with them for the sins that have deprived us of our free communion with God. But Lent is also a time when we are preparing to ...
    Posted Mar 12, 2016, 9:00 AM by Mamao Thoma
  • 26 June 2015. Holy Father Metropolitan Antim the Iberian Metropolitan Antim was born around year 1650 in Georgia, a country named Iviria by the Romanians. Hence the name of Iberian. Antim's secular name was Andrew. Enslaved by the Turks, Andrew reached Constantinople, being redeemed - probably - by patriarch Dositheus of Jerusalem. He was tonsured as monk under the name of Antim. The future metropolitan came into Wallachia at the beginning of the rule of Constantin Brâncoveanu.In his new country Antim proved to be a prolific printer. In a stretch of 25 years more than 60 titles have appeared in the print shops that he led or established. His books were written in Romanian, Greek, Slavic, Arabic. A large part of these books were written or translated by Antim ...
    Posted Jun 27, 2015, 8:22 AM by Mamao Thoma
  • 13 June 2015. Devastating flood in Tbilisi, Georgia Devastating flood in Tbilisi, Georgia Dear all, Many of you are aware of the catastrophe that occurred in the capital of Georgia, Tbilisi, on the night of June 13th. Due to heavy rains, the River Vera flooded, completely destroying some houses and residential buildings as well as damaging others. As a result of the natural disaster, dozens of families are displaced. Flood related human casualties have already reached 20, and 6 are still missing. As well, there are innumerable animal losses. The river overflowed into the Tbilisi Zoo, killing many animals, while others, including tigers, wolves and penguins, were able to escape into the city. The flooding has also completely destroyed the Dog Shelter. Luckily, the employees were able ...
    Posted Jun 22, 2015, 8:58 PM by Mamao Thoma
  • 21 May 2015. Ascension of Our Lord and Savior Jesus Christ Ascension of Our Lord and Savior Jesus ChristThou hast ascended in glory O Christ our God, granting joy to Thy disciples by the promise of the Holy Spirit. Through the blessing they were assured that Thou art the Son of God, the Redeemer of the world! (Troparion).When Thou didst fulfill the dispensation for our sake, and didst unite earth to heaven, Thou didst ascend in glory, O Christ our God, not being parted from those who love Thee, but remaining with them and crying: I am with you and no one will be against you! (Kontakion)Jesus did not live with his disciples after his resurrection as he had before his death. Filled with the glory of his ...
    Posted Jun 21, 2015, 9:05 PM by Mamao Thoma
  • 21 May 2015. Ascension of Our Lord and Savior Jesus Christ Thou hast ascended in glory O Christ our God, granting joy to Thy disciples by the promise of the Holy Spirit. Through the blessing they were assured that Thou art the Son of God, the Redeemer of the world! (Troparion).When Thou didst fulfill the dispensation for our sake, and didst unite earth to heaven, Thou didst ascend in glory, O Christ our God, not being parted from those who love Thee, but remaining with them and crying: I am with you and no one will be against you! (Kontakion)Jesus did not live with his disciples after his resurrection as he had before his death. Filled with the glory of his divinity, he appeared at different times and places ...
    Posted May 19, 2015, 5:10 PM by Mamao Thoma
  • 12 April 2015. Christ is Risen! TroparionChrist is risen from the dead,trampling down death by death,and on those in the tombs bestowing life. The Catechetical Homily of St. John ChrysostomThe Catechetical Homily of our father among the saints, John Chrysostom, archbishop of Constantinople, on the holy and light-bearing Day of the most glorious and saving Resurrection of Christ our God.If any be devout and God-loving, let him enjoy this fair and radiant triumph. If any be a good and wise servant, let him enter rejoicing into the joy of his Lord. If any be weary of fasting, let him now receive his reward. If any have labored from the first hour, let him receive today his rightful due. If ...
    Posted Apr 12, 2015, 8:47 PM by Mamao Thoma
  • 09 აპრილი 2015წ. საიდუმლო სერობა   ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.    დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.    ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.    „და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).    იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის ...
    Posted Apr 7, 2015, 5:03 PM by Mamao Thoma
Showing posts 1 - 10 of 28. View more »